აჭარაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს

© photo: Keda Municipality / FBარქეოლოგების აღმოჩენა აჭარაში
არქეოლოგების აღმოჩენა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯვარქედის უბანში აღმოჩენილ კომპლექსში წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლები

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში, ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს, იუწყება ქედის მუნიციპალიტეტი.

სოფელ კოლოტაურის ჯვარქედის უბანში, ექსპედიციის რვადღიანი სამუშაოების შედეგად, რომელიც აჭარის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქედის ისტორიული მუზეუმის მიერ ერთობლივად განხორციელდა, აღმოაჩინეს კომპლექსი, სადაც წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლი: გამოქვაბული 8 - 10 000 წლის წინანდელი, სათვალთვალო კოშკი XI - XIII საუკუნეებისა და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძვ.წ. V საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნემდე.

ექსპერტები მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი მასალები ანტიკური პერიოდით თარიღდება.

„გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში (კვაშტა, წონიარისი და კოლოტაური)", - ნათქვამია განცხადებაში.

გამგეობაში აღნიშნავენ, რომ ადგილზე იკვეთება ხანგრძლივი პერიოდის ნამოსახლარი. საბოლოო დასკვნები დეტალური შესწავლის შემდეგ გაკეთდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0